2019-01-29 13:42:08
რუსთავის ფოსტის შენობაში ხანძარია.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ოთახში გამათბობელს გაუჩნდა, რომელიც ელექტრო სადენებს მოედო.
ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრე მაშველები ცდილობენ.
ადგილზე მობილიზებულია ასევე სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.