ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2019-01-28 18:35:40

რუსთავში, ე.წ. ახალ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მათი გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოახერხა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.