მძღოლების ნაწილი აქციას მართავს.
მიკროავტობუსების ნაწილს მგზავრები თბილისის მიმართულებით არ გადაჰყავთ. მიზეზი ის საჯარიმო სანქციებია რომელიც მათ მოკლეტექსტური შეტყობინებით შსს-დან მიიღეს.
თეთრი მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებენ რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე გადაადგილებისას ისინი ჯარიმდებიან. მძღოლების თქმით მათ უკვე 400-500 ლარი დაუგროვდათ გადასახდელი საჯარიმო სანქციების გამო.
აღსანიშნავია რომ ჯარიმა მხოლოდ თეთრი ფერის მიკროავტობუსების მძღოლებს მისდით, რადგან კამერები მხოლოდ მათ აფიქსირებენ დამრღვევებად.
კომპანია ინტერტრანსში აცხადებენ რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია როგორც რუსთავის ისე თბილისის მერია, თუმცა საკითხი ამ დრომდე არ მოგვარებულა.
ამ დროისთვის რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მაღლივი კორპუსის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა შეზღუდვით ხორციელდება.