ცვლილებები საკალათბურთო გუნდში

2019-01-27 19:08:18

რუსთავის საკალათბურთო კლუბს "რუსთავი" ახალი მწვრთნელი, ბერძენი გიორგიოს კეცელიდისი ჰყავს.

ბერძენი სპეციალისტი, გეორგიოს კეცელიდისი საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. გეორგიოს კეცელიდისი 2014 წელს "შსს აკადემია" მთავარი მწვრთნელი იყო, მან გუნდი სუპერლიგის ჩემპიონობამდე მიიყვანა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაცით, გიორგიოს კეცელიდისი რუსთავის საკალათბურთო გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება.

არსებული ინფორმაციით, კლუბი ასევე გუნდის მთავარმა გამთამაშებელმა ბრაიან ტი-მ დატოვა, ის ამერიკელმა კალათბურთელმა ჩაანაცვლა.