28 იანვარს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.
კერძოდ, ელექტროენერგიის მიწოდება 28 იანვარს 11:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებთ - აბონენტებს რუსთავში, გაგარინის, დავით გარეჯის, ქაშაკაშვილის, ბათუმის და მიმდებარე ქუჩებზე.
28 იანვარს 11:30-დან 14:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს პობედა, ლემშვენიერა. 14:30-დან 18:30 საათამდე - სოფლებს ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი.
28 იანვარს 11:00-დან 18:30 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს განთიადი, დიდი დმანისი, კიზილქილისა, მაშავერა, ჯავახი და მიმდებარე სოფლებს.
28 იანვარს 12:00-დან 14:00 საათამდე - მანგლისში კლდიაშვილის, დიდგორის, გვრიტიშვილის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებს, აგრეთვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი თონეთი, წყლულეთი, ორბეთი, მოხისი და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.