რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე, მოსახლეობამ ფანჯრებიდან კვამლი შენიშნა და 112-ში დარეკა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი საჭმელს ამზადებდა, რა დროსაც გაზზე დაეწვა და ოთახი დაკვამლიანდა.
შეშინებულმა მეზობლებმა დახმარებისთვის შესაბამის სამსახურებს მიმართეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3, საპატრულო პოლიციის 2 და სასწრაფო დახმარების 1 ეკიპაჟი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.