"თუ კი კომპანია, კომისიის მუშაობის დასრულებამდე, არ უზრუნველყოფს ფასების დარეგულირებას და არ გადაიყვანს მოსახლეობას არსებული ტარიფით, რომელიც შეადგენს 1,50-ს, ჩვენი მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, რათა მგზავრებს პრობლემა არ შეექმნათ", - ამის შესახებ "ინფო რუსთავის" გადაცემაში, სატრანსპორტო საკითხბზე მომუშავე კომისიის წევრმა გიგა ვეფხვაძებ განაცხადა.
მისივე თქმით, კომპანიას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომისიის მუშაობა შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
"მძღოლები თუ გაიფიცებიან და გაჩერდებიან, ჩვენ რაღაც ალტერნატიული საშუალებებით გადავიყვანთ ხალხს. არის მიკროავტობუსები, რომლებიც არ მუშაობენ დღეს ხაზზე. თუნდაც ის 60 მანქანა, რომელიც ყოველდღიური ხელშეკრულებით დადის, ისინიც შეიძლება გამოიყენოს ქალაქმა. მერი, მისი მოადგილე და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქრობენ და მაქსიმალური მზადყოფნა იქნება", - განაცხადა გიგა ვეფხვაძემ.