"ველოდებით კომისიის დასკვნას"

2019-01-27 14:12:03

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირების საკითხი კვლავ აქტუალური თემაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ფასის გაზრდას არ გამორიცხავენ.

"ინფო რუსთავის" გადაცემაში რუსთავი-თბილის მიკროავტობუსზე დასაქმებულმა მძღოლმა, ალეკო კოკაიამ, მგზავრობის ტარიფის შესაძლო მატების შესახებ ისაუბრა და ის ფაქტორები დაასახელა, რის გამოც, 2 თებერვლიდან შესაძლოა მგზავრობის ღირებულება 2 ლარი გახდეს.

ალეკო კოკაიას თქმით, არსებული ტარიფი (1,50) არ ფარავს სატრანსპორტო საშუალების ხარჯებსა და მძღოლის სარგებელის საფასურს.

მიკროავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ: -"ველოდებით კომისიის დასკვნას, რომელიც მუშაობს რეალური ტარიფის დადგენაზე. ამის შემდგომ 2 თებერვლიდან ტარიფი სავარაუდოდ იქნება 2 ლარი. არსებული ტარიფით (1,50), მძღოლები, რომლებიც დილის 5 საათიდან გამოვდივართ სამუშაოდ, დღის განმავლობაში 20 ლარის მეტი არ გვრჩება, რადგან გაზრდილია საწვავის ფასი, დღიური გეგმა გვაქვს შესატანი და სამაშრუტოების ტექნიკურ საკითხების მოგვარებასაც ხარჯები სჭირდება."

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მერიამ, სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც რეალური ტარიფის დადგენაზე მუშაობს. ამდროისთვის კომისიის წევრები მგზავრთა ნაკადის დათვლას აწარმოებენ. დაასრულებს თუ არა კომისია 1 თებერვლამდე მუშაობას უცნობია. ასევე უცნობია შენარჩუნდება თუ არა არსებული ტარიფი (1,50) რუსთავი-თბილისის მარშუტზე.