რუსთავში 8 ადამიანი გაზით მოიწამლა აქედან 4 ბავშვია. შემთხვევები ქალაქის სხვადასხვა მისამართზე დაფიქსირდა.
მცირეწლოვნები, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენი პაციენტები კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა რუსთავში მოათავსეს.
ექიმების განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე "სოკარ-ჯორჯია გაზის" ტექნიკური სამსახური გამოიძახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვის ბინაში დაგროვების მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გამათბობელია.