ზამთრის შესვენების შემდეგ დიდი 10 განახლდა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ხარებმა" ლიდერს, "ბათუმს" რუსთავში უმასპინძლა და 13:8 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "ბათუმმა" მიმდინარე სეზონში სულ ორი თამაში წააგო და ორივე "ხარებთან". შედეგად, ის და "ლოკომოტივი", რომელმაც თავისი თამაში გუშინ ბონუსით მოიგო, ზღვისპირელებს მიუახლოვდნენ.
მასპინძლებმა დაძაბულ მატჩში მნიშვნელოვანი უპირატესობა დებიუტშივე მოიპოვეს. მათ ჯერ საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს, მერე კი კობა ბუჯიაშვილმა ჯარიმა გაიტანა და 10:0 მე-10 წუთზე და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
"ბათუმი" თამაშში მეორე ტაიმში დაბრუნდა: 53-ე წუთზე მამუკა ნინიძემ ლელო გაიტანა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო. სამაგიეროდ, მან 72-ე წუთზე ჯარიმიდან კიდევ 3 ქულა აიღო, მაგრამ "ხარებმა" ძალები მოიკრიბა, ქულა აღარ მიიღო, ხოლო წერტილი გიორგი ბასილაიამ არეკნით დასვა და "ხარებმა" მნიშვნელოვან მატჩში 13:8 იმარჯვა.
რუსთაველი მორაგბეები გულშემატკივრის წინაშე ახალი სათამაშო ფორმით წარსდგნენ. კლუბის ახალ სამოსზე საზოგადოება რუსთაველებმა და კომპანიებმა "Geoortho და ვი-აი-პიმ იზრუნა.