რუსთავის ველომოყვარულთა ორგანიზებით, ველომსვლელობა "Rustavi Critical Mass" გაიმართა.
აღნიშნული აქტივობა ყოველი თვის ბოლოს იმართება, იმ მიზნით, რომ მძღოლების მხრიდან იყოს პატივისცემა და უფრო მეტი ადამიანი იყოს დაინტერესებული ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით. ველომსვლელობაში ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.
"ინფო რუსთავთან" ველომსვლელობის ორგანიზატორმა გიგა ძულიაშვილმა თქვა, რომ: -"ველომსვლელობას რუსთავის შემოსასვლელიდან დავიწყებთ. მარშრუტი გვექნება დაახლოებით 10 კმ. გავივლით ცენტრალურ ქუჩებს, ეს არის შარტავას, ლეონიძის, თოდრიის, მეგობრობის, კოსტავას, ფიროსმანის ქუჩა და მერიის მოედანზე დავასრულებთ მსვლელობას. ყოველთვიური მსვლელობებია, თვისბოლოს შაბათ-კვირას იმართება და მიზნად ისახავს ველოსპორტის პოპულარიზაციას."
ველომოყვარულებმა მსვლელობა 18:00 საათზე რუსთავის შემოსასვლელიდან დაიწყეს.