გაზის სუნი სადარბაზოში

2019-01-26 17:58:35

რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებმა სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს და 112-ში დარეკეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორიაზე ოპერატიულად გამოცხადდნენ "სოკარ ჯორჯია გაზის" თანამშრომლებიც.

კომპანიის ინფორმაციით, სადარბაზოში ბუნებრივი აირის გაჟონვა ერთ-ერთი მრიცხველიდან ხდებოდა. კორპუსის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ მისამართზე, ბუნებრივი აირის მიწოდება ჩეულ რეჟიმში აღდგება.