მსგავსი დაავადებით პაციენტებს სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავთ.

2017-02-24 13:22:27

მენინგიტი - არის თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება. ჰემოფოლური ჩხირით გამოწვეული მენინგიტი ჰემოფილური ჩხირით გამოწვეული ინფექციის მძიმე ფორმაა, გამომწვევია ტიპის ჰემოფილური ჩხირი.

სიმპტომები - დაავადება  იწყება მწვავედ,  მენინგიტისთვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი, რომელთაც მენინგიტურ ტრიადას უწოდებენ. ესენია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ღებინება. ავადმყოფს აღიზიანებს ხმაური, შეხება, სინათლე, აწუხებს უძილობა, ჰალუცინაციები, ბოდავს, სახეწამოწითლებული და აგზნებულია, ცნობიერება დასაწყისში შენარჩუნებული აქვს. სწრაფად ვითარდება  სხვა მენინგიალური ნიშნები (კეფის კუნთების რიგიდობა, კერნინგის, ბრუძინსკის და სხვა სიმპტომები), რომლის არსებობას ექიმი დააფიქსირებს. წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადების ძირითადი ნიშნებია ცხელება, ღებინება და უეცარი უმიზეზო ან გამუდმებული  ტირილი. ბავშვს ხელები უკანკალებს და თავი უკან აქვს გადაგდებული. მენინგეალური სინდრომი ძირითადად ყიფლიბანდის ამობურცვითა და დაჭიმულობით ვლინდება. დამახასიათებელია კრუნჩხვები.

როგორ უნდა მოვიქცეთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში - ზემოთ ჩამოთვლილი, მენინგიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობისას, აუცილებელია ექიმთან მიმართვახშირად საათებს და  წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანამნეზური მონაცემებისა და გასინჯვის საფუძველზე, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის შესაბამის სტაციონარში მოთავსების შესახებ. მენინგიტის დიაგნოზის დასადგენად, აუცილებელია თავზურგტვინის სითხის (ლიქვორის) აღება, რომელსაც ატარებს პროფესიონალი. სითხის კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დგინდება სავარაუდოდ ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზი და ინიშნება ადექვატური მკურნალობა. ხოლო გამომწვევის დადგენის მიზნით, თავზურგტვინის სითხეზე ტარდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. თუმცა, მკურნალობა ინიშნება ამ უკანასკნელი კვლევის შედეგის მიღებამდე. ჰემოფილური მენინგიტის გადატანის  შემდეგ შესაძლოა ადგილი ქონდეს ნევროლოგიურ გართულებებს.

ინფექციის  პრევენციის მთავარი  ღონისძიებაა - სპეციფიური ვაქცინაცია. საქართველოში იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში, ტიპის ჰემოფილუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შევიდა 2014 წლიდან. ვაქცინაცია ტარდება 2, 3 და 4 თვის ასაკში, ამ ასაკში ჩასატარებელ სხვა  ვაქცინებთან ერთად.

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ბოლო პერიოდში რუსთავსა და სხვა ქალაქებში მსგავსი შემთხვევებით პაციენტებს სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავთ. რუსთავის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა - "ამ ზამთარს დაავადებების შემთხვევათა რიცხვი ზღრულ დონესთანაც კი არ მისულა, რა თქმა უნდა მატება იყო გრიპის გამო, მაგრამ კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ ზღრულ დონემდეც კი არ მისულა".