რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და კომპანია სოკარ გაზის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს და 112-ში დარეკეს.
აღმოჩნდა რომ სადარბაზოში ბუნებრივი აირი ჟონავდა. კომპანია სოკარ გაზის თანამშრომლებმა შესაბამისი სამუშაოები განახორციელეს და კორპუსი დატოვეს.
თუ გაზის სუნი იგრძენით უნდა დარეკოთ 16 114