რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, საავტომობილო გზის ნაწილზე ავტოსატრანსპოტო საშუალებების დგომა აიკრძალა.
ავტომობილის მძღოლებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება საღამოს 20:00 საათიდან დილის 06:30 საათამდე ეკრძალებათ. სპეციალური საგზაო ნიშანი ლეონიძის ქუჩაზე უკვე დაამონტაჟეს.
ამკრძალავი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა მეგობრობისა და კლდიაშვილის გამზირზეც. ავტომობილის მძღოლებს მეგობრობის ქუჩიდან კლდიაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება აეკრძალათ. ასევე გადაადგილება შეზღუდულია კლდიაშვილის ქუჩიდან ფალიაშვილის ქუჩის მიმართულებით. მეგობრობის ქუჩაზე გადაადგილების დროს კი მძღოლს მარცხნივ მოხვევა ეკრძელება, მარცხნივ მოხვევა მხოლოდ შოთა რუსთაველის წრესთან ან გმირთა მემორიალთან არის შესაძლებელი.
წესების დარღვევისთვის მძღოლები 20 ლარით ჯარიმდებიან.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, საგზაო ნიშნები ყველა იმ ადგილზე განთავსდა, სადაც ავტომობილი აფერხებს მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.