დედაქალაქის მთავრობის მიერ მოწონებული მარშრუტი, რომელიც კომპანია "სისტრასთან" შეჯერდა, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანა.
ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის საკრებულომ ახალ მარშრუტს მხარი დაუჭირა.
იმ შემთხვევაში თუ რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსი დაინიშნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან მიიყვანს, მანამდე კი ავტობუსები თბილისში, გორგასალის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებს გაივლიან.
შეგახსენებთ, დაახლოებით 1 თვეა რუსთავის მერია რუსთავი-თბილისის მარშრუტზე სამგზავრო ავტობუსების შემოყვანის საკითხზე მუშაობს.
იმ შემთხვევაში თუ რუსთავის მერია (M 3) კატეგორიის ავტობუსებზე ტენდერს გამოაცხადებს, სავარაუდოდ მოუწევს სატენდერო პირობებში ჩადოს ის, რომ პრედენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის და რაც მთავარია ავტობუსი აკმაყოფილებდეს "ევრო 6" სტანდარტს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, თუ ავტობუსი არანაკლებ ევრო 6 ემისიის სტანდარტის შესაბამისი არ იქნება ის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვერ შევა.
ავტობუსების მარშრუტთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად ინფო რუსთავმა 18 იანვარს გაავრცელა.