წითელას ვირუსის პრევენცია

2019-01-25 18:54:31

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი რუსთავის მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

სამსახურის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის განმარტებით, აცრა არის ერთადერთი საშუალება ამ მაღალგადამდებ და ძალიან სახიფათო დაავადებასთან საბრძოლველად.

ბეგაშვილის განცხადებით, რუსთავში ვაქცინის საკმარისი მარაგია. მისივე თქმით, მოქალაქეებს, რომლებსაც არ ახსოვთ, გაკეთებული აქვთ თუ არა წითელას საწინააღმდეგო აცრა ორჯერ, დამატებითი ვაქცინაცია მათთვის სრულიად უსაფრთხოა. განსაკუთრებული ყურადღება კი 20-40 წლამდე ასაკის მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს, რადგან ამ ასაკის პოპულაციაში წითელას შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას მერის წარმომადგენლები, ააიპ-ების ხელმძღვანელები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.