26 იანვარს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-01-25 16:55:05

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

კერძოდ, 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს მეგობრობის, თოდრიას, კლდიაშვილის, თბილისის, ვაჟა-ფშაველას, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

26 იანვარს 13:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეჟბადინი, ქესალო, ქურთლიარი, მეორე ქესალო, კირაჩ-მუღანლო, კაპანახჩი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.