რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის #22 კორპუსთან, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი და "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები არიან მობილიზებულები. განგაშის საფუძველი სადარბაზოებშიი ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი იყო.
"სადარბაზოებში გაზის სუნია",- აცხადებენ ადგილობრივები.
კომპანიის ინფორმაციით, 2 სადარბაზოში ბუნებრივი აირის გაჟონვა ერთ-ერთი მრიცხველის ქანჩიდან ხდებოდა. კორპუსის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა და ის სისტემის ბოლომდე შემოწმების შემდეგ აღდგება.
ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია არცერთ პირს არ მიუღია.