რუსთავში გაზის გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძახებები გახშირდა.
როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას "სოკარ ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცხელ ხაზზე ზარების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა.
"მოსახლეობა ძირითად შემთხვევაში სადარბაზოებში ბუნებრივი აირის სუნის გამო რეკავს. გარდა ოფიციალური გამოძახებებისა, ხშირად ადგილზე მისულებს მოსახლეობის თხოვნით თითქმის ყველა ბინის შემოწმება გვიწევს ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას „სოკარ ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა, გელა წერეთლმა.
გთავაზობთ "სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული ოფიციალური გამოძახებების ერთი კვირის სტატისტიკას:
16 იანვარი - 25 გამოძახება
17 იანვარი - 27 გამოძახება
18 იანვარი - 33 გამოძახება
19 იანვარი - 30 გამოძახება
20 იანვარი - 38 გამოძახება
21 იანვარი - 46 გამოძახება
22 იანვარი - 39 გამოძახება