რუსთავში გმირთა მემორიალი დააზიანეს [photo]

2019-01-23 11:44:07

რუსთავში გმირთა მემორიალი დააზიანეს.

შემთხვევა მეგობრობის გამზირზე გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით უცნობი პირი ავტომობილით მოძრაობისას მემორიალს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.

დაზიანებულია მემორიალის ერთერთი მხარე, საიდანაც მარმარილოს რამდენიმე ფილა ჩამოვარდა და გატყდა.

ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს რათა დაზიანებული ნაწილი აღადგინონ.