რუსთავში, XVII მიკრორაიონში, #7 და #20 კორპუსის სადარბაზოებში ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
მოსახლეობამ 112-ში დარეკა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სოკარ გაზის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით ბუნებრივი აირის გაჟონვა გაზის მილების საკეტებიდან და ქანჩებიდან მოხდა.