საკრებულოს სხდომა გაიმართა

2019-01-22 18:33:10

რუსთავში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგის მიხედვით 10 საკითხი განიხილეს.

"დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რაც სხდომაზე განვიხილეთ ეხებოდა ქალაქ რუსთავის საფეხბურთო კლუბის გასხვისებას და აირსოფტის ფედერაციისთვის გარკვეული ტერიტორიის დროებით გადაცემას", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ ნინო ქავთარაძემ.