ავარია რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე მსხვერპლით დასრულდა. [ვიდეო/video]
თვითმხილველების თქმით "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი გასწრებას ცდილობდა რა დროსაც გადავიდა საპირისპირო ზოლზე, დაეჯახა სატვირთოს, ამოტრიალდა და დაეცა "ოპელის" მარკის ავტომობილს, რომელშიც საპატრულო პოლიციის თანამშრობლები ისხდნენ.
შემთხვევის შედეგად "ჰიუნდაის" მძღოლი, 60 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფის ეკიპაჟები.
ავარიის გამო ავტობანზე მოძრაობა ერთი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.