მოძრაობა შეზღუდულია

2019-01-22 14:16:28

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად მძღოლებს გადაადგილება უჭირთ.

ინფო რუსთავის ჟურნალისტის ინფორმაციით, მძღოლები და მგზავრები უკვე ნახევარ საათზე მეტია საცობში არიან.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ჯგუფის ეკიპაჟები. გზა გადაკეტილია თბილისის მიმართულებით და ავტომობილებს გაჩიანის ხიდთან ლილოს  მიმართულებით შეუძლიათ გადაადგილება.

სატვირთო ავტომობილის გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა სპეც ტექნიკის მობილიზების შემდეგ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.