ამ წუთებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ერთერთი მოქალაქის სახლს პოლიციელები ჩხრეკენ. როგორც ადგილობრივებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები უკვე 1 საათზე მეტია თანასოფლელის სახლში იმყოფებიან და შიგნით არავის უშვებენ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით "ინფო რუსთავი" შ.ს.ს.-ს დაუკავშირდა სადაც ფაქტი დაგვიდასტურეს და განგვიცხადეს რომ - "საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დაწვრილებით ინფორმაციას სავარაუდოდ ხვალ გაავრცელებთ".