რუსთაველი კალათბურთელი აკაკი დვალიშვილი რუსეთის თასის მფლობელი გახდა. ქართველი კალათბურთელი დაახლოებით ერთი წელია, რაც რუსეთის "ნოვოსიბირსკის" საკალათბურთო კლუბში თამაშობს. 19 თებერვალს რუსეთის თასის მფლობელი სწორედ "ნოვოსიბირსკი", გუნდმა აკაკი დვალიშვილის დახმარებით "სახალინი" ანგარიშით 69:67 დაამარცხა და თასის მფლობელის ტიტულიც მოიპოვა. აღნიშნული გუნდი რუსეთს თასის ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა. 26 წლის რუსთაველი კალათბურთელი აქამდე სხვადასხვა ქართულ საკალათბურთო გუდში თამაშობდა, მათ შორის 2015-2016 წლებში ბათუმის "ბათუმში, რომელიც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ასევე 2014-2015 წლებში რუსთავის "რუსთავში", რომელშიც დადიანის მემორიალის მფლობელი MVP საუკეთესო მოთამაშე დვალიშვილი გახდა, კარიერის დასაწყისში კი რუსთაველი სპორტსმენი ქუთაისის "ქუთაისსა" და "ოლიმპშიც" თამაშობდა.