რუსთაველებმა სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად სამზადისი ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დაიწყეს.
აქტიური სამზადისი რუსთავში, მარცხენა სანაპიროზე შეიმჩნეოდა სადაც ადგილობრივმა მცხოვრებლემა საკუთარი სახლები სხვადასხვა დეკორაციებით და ფერადი ნათურებით მორთეს.
მეცნიერების თქმით, ადამიანები, რომლებიც ყველაზე ადრე რთავენ ნაძვის ხეს, გაცილებით უფრო ბედნიერები არიან და არასდროს კარგავენ კონტაქტს შინაგან ბავშვთან, რომელთანაც ნოსტალგიური გრძნობები აკავშირებთ.
ფოტოები, რომელიც ინფო რუსთავის ობიექტივში მოხვდა რუსთავის სხვადასხვა უბანშია გადაღებული.
თუ ჩვენ რომელიმე სახლი გამოგვრჩა, მოგვაწოდეთ ფოტო და განვათავსებთ.