თაკო ნადირაძე საკუთარ ფეისბუქზე ვიდეოს ავრცელებს და თან ყვება რას შეესწრო. [ვიდეო/video]
"ვიდეო სახელწოდებით: მთვრალ კაცს ფეხის შეშლის მეტი არაფერი ეპატიებაო..
დიდხანს ვიფიქრე უნდა დამედო თუ არა ეს ვიდეო Facebook-ზე, მაგრამ არ შემეძლო თქვენთვის არ მომეთხრო, როგორ სამარცხვინო ფაქტს წავაწყდი ამ საღამოს მეტროში..!
წარმოიდგინეთ სიტუაცია :) შენს მეუღლესთან ერთად მგზავრობ მეტროთი, ამ დროს შემოდის მთვრალი კაცი, რომელიც ხან იქეთ გადავარდება ხან აქეთ და ისევ ამ ახალგაზრდების დამსახურებით გაიკვლევს ადგილს სკამამდე. არ ვიცი რატომ, ალბათ არც მან იცის, ამოიჩემა მის წინ მჯდარი პირსინგიანი გოგო, რომელიც გადაწყვიტა, რომ ბიჭი იქნებოდა :) როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს გოგონა ძალიან ზრდილობიანად და მხიარულად ესაუბრებოდა, ამის ამსახველი ვიდეოც მაქვს გადაღებული :)) რადგან ვიდეოს გადაღება დავიწყე მხიარული განზრახვით, მსურდა ჩემი მეგობრებისთვის მეჩვენებინა რა მხიარული მგზავრობა მომიწია სახლამდე :)) მაგრამ მეც შევცდი და ვიდეომაც შეიცვალა მიზანი.. სამწუხაროდ..
ვიდეოში ჩანს: პირსინგის გამო შეურაცხყოფილი ქალი, გამწარებული ქმარი და წერას აყვანილი მთვრალი კაცი, რომელმაც ყველას ჩაგვიშალა საღამო, თავის უგუნურობით..
არ ვიცი ეს ვიდეო სამარცხვინო უფროა თუ სამწუხარო..!"