სკვერი ავტოფარეხების ნაცვლად

2018-12-18 15:55:06

რუსთავში, XII მიკრო-რაიონში ავტოფარეხების აღების შემდგომ ტერიტორიაზე მოსახლეობის ინიციატივით და ქალაქის მერიის მხარდაჭერით სპორტული მოედანი მოეწყო, ამ ეტაპზე კი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ადგილზე გაეცნო.

"ეს იყო მოსახლეობის თხოვნა. სადაც ახლა ვიმყოფებით იდგა უსახური ავტოფარეხები. მოხდა პირველ ეტაპზე ავტოფარეხების დემონტაჟი. მოვაწყვეთ სავარჯიშო ტრენაჟორები და შემდგომ გაგრძელდება სკვერის რეაბილიტაცია. 2019 წლის ბოლომდე სავარაუდოდ მთლიანად მორჩება კომპანიის მიერ სამუშაოები. სკვერის მოწყობისთვის 47 000 ლარი, ხოლო სატრენაჟორო მოედნისთვის 30 000 ლარი არის გამოყოფილი. ამ დროისთვის მოლაპარაკება საცხოვრებელი კორპუსების თავჯომარეებთან მიმდინარეობს, თუ მოსახლეობის ნება იქნება ჩვენ გავაკეთებთ სკვერებს ავტოფარეხების ნაცვლად. მოვუწოდებ მოსახლეობას მეტი ინიციატივისა და ჩართულობისკენ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.