სოციალური ქსელის მომხმარებლებს facebook-ზე შესვლა უჭირთ.
შეფერხება ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება.
მომხმარებლებს სისტემიდან გამოსვლის შემდგომ ახლიდან შესვლა უჭირთ, მათ შეცდომის შეტყობინება და შემდგომ პაროლის შესასვლელად მეილზე კოდი ეგზავნებათ , თუმცა როგორც მომხმარებლები აცხადებენ აღნიშნული კოდი არ მუშაობს.
ხარვეზთან დაკავშირებით სოციალური ქსელის ადმინისტრაციას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.