გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ნოემბერს 11:00-დან 19:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში ნაგორნაია, შახტოსტროი, ხოჯორნი, ტაზა-მახალა და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი, ფოლადაური, ხიდისყური და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 16:00 საათამდე თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ალექსეევკა, სამღერეთი, ჯვარა და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 13:00 საათამდე 1169 აბონენტს დმანისში გორგასლის, 9 აპრილის, გამსახურდიას, ცურტაველის, თევდორე მღვდლის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.