საქართველო vs ყაზახეთი

2018-11-19 22:57:26

19 ნოემბერს, ერთა თასის გათამაშების ბოლო მე-6 ტურის შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართა. მატჩი 21:00 საათზე თბილისში დინამო არენაზე დაიწყო.

ბოლო ტურს ჩვენთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მნიშვნელოვანი იყო D ლიგაში ყველაზე კარგი შედეგი გვეჩვენებინა, რათა ნახევარფინალური შეხვედრის მასპინძლები გავმხდარიყავით.

ძალიან დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა სძლია ყაზახ მეტოქეს და ანგარიშით 2-1 იმარჯვა. 5 მოგებითა და ერთი ფრით, 16 ქულა მოგვიგროვდა და D ლიგაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში მოხვდა და გარანტირებული აქვს მასპინძლის სტატუსი. შეხვედრაში გოლები  59-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა, 84-წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ და 90-ე წუთზე ორალხან ომირტაიევმა გაიტანეს.

 

ავტორი: ბაჩო ოდიკაძე