2018-11-19 20:25:46
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში აფეთქება მოხდა.
ცეცხლი ერთერთ საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ გაჩნდა როდესაც სახლის მეპატრონემ შინ დაბრუნებისას გამათბობელი ჩართო.
არსებული ინფორმაციით სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა რამაც აფეთქება გამოიწვია, მეზობლების განმარტებით კი სახლის მეპატრონემ შეშის ღუმელში ნავთის მაგივრად ბენზინი შეასხა რამაც ძლიერი აალება გამოიწვია.
ცეცხლი სახლს მალევე მოედო, დამწვარია 150 კვ.მ ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 188-ე მუხლით მიმდინარეობს.