ბოლნისში საბავშვო ბაღი გაიხსნა [photo]

2018-11-19 17:19:31

ბოლნისში 160 აღსაზრდელზე გათვლილი N2 საბავშვო ბაღი გაიხსნა. დაწესებულება საზეიმო ვითარებაში ბოლნისის მერმა გახსნა.

საბავშვო ბაღი, სადაც მანამდე სკოლამდელ განათლებას 4 ასაკობრივ ჯგუფში 90 აღსაზრდელი იღებდა, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 6 ასაკობრივ ჯგუფში 160 აღსაზრდელს დაიტევს.

პროექტის ფარგლებში შენობას სრულად ჩაუტარდა ყველა საჭირო გარე და შიდა სარემონტო სამუშაოები, შეიცვალა კომუნიკაციები, წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, გადაიხურა თანამედროვე ტიპის სახურავით, ასევე კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა გასართობი ატრაქციონები.

ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.