საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, 600 000-მდე შავ სიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ახალ წელს ბანკის ვალის გარეშე შეხვდება.
600 000-მდე მოქალაქეს ბანკების მილიარდნახევრიანი დავალიანება 31 დეკემბრამდე გაუნულდება.
ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.
მამუკა ბახტაძეს თქმით, ინციატივა ხელს შეუწყობს ჭარბვალიანობის შემცირებას და ასობით ათას ოჯახს დიდ პრობლემას მოუხსნის.