მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა

2018-11-18 14:37:18

კახეთის გზაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა.

არსებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეს 14 ნეკნი აქვს მოტეხილი.

ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, მრავლობითი მოტეხილობით გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდროისთვის სტაბილურია.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავს" კულტურის სამინისტროს პრესსამსახური უდასტურებს.