"ბორჯღალოსნებმა" სამოას ნაკრები დაამარცხეს

2018-11-17 20:06:28

"ბორჯღალოსნებმა" სამოას ნაკრები ანგარიშით 27:19 დაამარცხეს.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები სამოას ნაკრებთან თამაშს აგებდა და ანგარიში 10:19 იყო, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა შეძლეს მეორე ტაიმში თამაში გაეუმჯობესებინათ და დაწინაურდნენ კიდეც.

თამაშზე, თამაზ მჭედლიძე საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მატჩი თბილისში, "ავჭალის" რაგბის სტადიონზე გაიმართა.