საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური:
ვანი - სოფელი ბზვანი - საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის ქალბატონის სოცოცხლე ემსხვერპლა. დამწვარია 50 კვ.მ ფართობი.
არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.