2018-11-15 20:51:48
რუსთავში, მეგობრობის 47 ნომერში ადგილობრივებმა 112-ში დარეკეს და მეხანძრეები გამოიძახეს.
არსებული ინფორმაციით ადგილობრივებმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე კვამლი შენიშნეს.
ადგილზე მალევე მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი, თუმცა შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.
გაირკვა რომ საცხოვრებელი სახლის სახურავზე არა კვამლი არამედ ნისლი იყო.