იარაღის უკანონოდ შეძენა,შენახვა,ტარების ბრალდებით რუსთავში 2 პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირები ავტომობილით გადაადგილებისას აიყვანეს. რუსთავის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საგამოძიებო ღონისძიებები კონსტიტუციის ქუჩაზე მიმდინარებდა. ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების გამო, აღნიშნული ქუჩის მონაკვეთზე, სატრანსპორტო მოძრაობა, დღის მეორე ნახევარში შეფერხებული იყო. შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.