რუსთავში ავტომობილი გაქურდეს

2018-11-07 11:33:52

რუთავში, მე-14 მიკრორაიონში, #21 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირებმა ავტომობილი გაქურდეს.

ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ, დამნაშავემ ავტომობილის საქარე მინდა დაამტვრია რის შემდეგაც გააღო მანქანის კარი და წაიღო ფული.

ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ქურდობის ფაქტი არ ყოფილა, დაზიანებულია მინა, ფაქტზე გამოძიება სსკ 187- მუხლით დაიწყო რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს."