ცეცხლი ბუხარში დანთებულ შეშას ეკიდა

2018-11-06 22:40:57

რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით მოქალაქემ 112-ზე დარეკა და ოპერატორს აცნობა რომ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია.

ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა დაადგინეს რომ კვამლი, რომელიც მეზობელმა შენიშნა და რომლის გამოც მეხანძრეები გამოიძახეს ბუხრიდან ამოდიოდა, ხოლო ბინაში კი ცეცხლი მხოლოდ ბუხარში დანთებულ შეშას ეკიდა.