ოქროს მედალი ბაქოდან

2018-11-06 21:04:58

ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, რუსთაველმა სპორტსმენმა ხატია გაროზაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ჩემპიონატი ტაეკვანდოში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში 6 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

რუსთავიდან ხატიასთან ერთად კიდევ რამდენიმე სპორტსმენმა იასპარეზა, რომლებიც სხვადასხვა საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ.

საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში ბაქოში მიმდინარეობდა.