ცვლილებები არჩევნების შემდეგ

2018-11-06 10:59:21

რუსთავში პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ირმა მესხი უხელმძღვანელებს.

"ქართული ოცნება" მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით სალომე ზურაბიშვილი რუსთავში მეორე ადგილზე გავიდა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა 11242 ხმა მიიღო, ხოლო პირველ ადგილზე 21 775 ხმით გრიგოლ ვაშაძე დაფიქსირდა.

სწორედ ამ ფაქტის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა რომ რუსთავის საარჩევნო შტაბს ირმა მესხმა უხელმძღვანელოს. შეგახსენებთ რომ ირმა მესხი 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ააიპ "რუსთავის კორპუსი"-ს უფროსად დაინიშნა, 2016 წელს კი ყოფილმა მერმა დავით ჯიქიამ სამსახურიდან დაითხოვა.

ირმა მესხმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა "ინფო რუსთავთან" დაადასტურა.