გიორგი ბეგაძის ინიციატივა

2018-11-02 16:58:07

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტრარი დეპუტატის გიორგი ბეგაძის ინიციატივით რუსთავის შემოსასვლელში არსებულ მოედანს "თამარ მეფის", შარტავას ბიუსტის წინ მდებარე მოედანს კი "ჟიული შარტავას" სახელი მიენიჭა.

საკრებულოს წევრებმა, სახელდების კომისიაზე, ამირან ჯანჯღავას მიერ წარდგენილ საკითხს, რომელიც ქალაქში მდებარე 2 მოედნისთვის სახელების დარქმევას ეხებოდა, დადებითი რეკომენდაცია მისცეს.