პროექტის „ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, გამართულ კონფერენციაზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო და სერთიფიკატი გადაეცა.
კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ გახსნა.
პროექტი დანიის სამეზობლო პროგრამის „საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელდა
„ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტისა და რუსთავის, ბოლნისის, ახალციხის, ზუგდიდის, ქუთაისის, მუნიციპალიტეტებისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში 65 საზოგადოებრივ შენობაში, მათ შორის რუსთავში, ენერგომონიტორინგი ჩატარდა, 40-მა სპეციალისტმა ენერგოაუდიტორთა მომზადების პრაქტიკული კურსი გაიარა, ხოლო 50 საზოგადოებრივ შენობაში ჩატარდა ენერგოაუდიტი.
პროექტში აქტიურად იყო ჩართული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი.
რუსთავის, ბოლნისის, ახალციხის, ქუთაისის, თბილისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან 66 შენობის მენეჯერმა მონაწილეობა მიიღო ცნობიერების ამაღლების კამპანიასა და ენერგომონიტორინგის დანერგვაში. სწორედ შენობების მართვისა და ექსპლუატაციის პროცესში ენერგოეფექტური ღონისძიებების წარმატებით დანერგვისათვის, ცნობიერების კამპანიაში ჩართული შენობების მენეჯერებს, სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
პროექტების მსვლელობისას მიღწეული შედეგების გარდა, დასკვნით კონფერენციაზე განხილულ იქნა საქართველოში ენერგოეფექტური ღონისძიებების დაფინანსების სამომავლო ნაბიჯები.
აღსანიშნავია, რომ დანიის სამეზობლო პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის (NEFCO), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მიერ. ის საქართველოში ენერგოეფეტურობისა და განხლებადი ენერგიების განვითარებას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.