კორპუსებში ბუნკერებს ლუქავენ

2018-10-31 11:21:57

რუსთავში, მაღალსართულიან კორპუსებში ბუნკერების დალუქვის სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა, მეგობრობის #33 და #27 საცხოვრებელ კორპუსებში საერთო სარგებლობის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერები დაილუქეს.

მუნიციპალიტეტმა 150 ახალი ურნა შეიძინა. პლასტმასის ურნები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და იმ მიკრო-რაიონებში განთავსდება სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ბუნკერები დაილუქება.

ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისა და მყარი ნარჩენების თანამედროვე სისტემის დანერგვის მიზნით საცხოვრებელი შენობებიდან ბუნკერების გატანა ეტაპობრივად ქალაქის ყველა მაღალსართულიან კორპუსში მოხდება.

რუსთავის მერიამ მაღალსართულიან კორპუსებში ბუნკერების დალუქვის პროცესი სექტემბერში განაახლა.