რუსთავის #1 საჯარო სკოლაში მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. [ვიდეო/video]
ერთ-ერთი მოსწავლის მშობლები, რომლებიც სამოქალაქო ქორწინებაში აღარ იმყოფებიან ერთმანეთს შვილის გამო სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მიზეზი ის გახდა, თუ რომელი მშობელი გაიყვანდა სკოლიდან ბავშვს. ერთ-ერთმა მშობელმა აღნიშნულის გამო, საგანმანათლებლი დაწესებულებაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც სიტუაცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასტაბილურდა.