გარე განათების ახალი ქსელი

2018-10-30 15:02:09

რუსთავში გარე განათების სიტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, კლდიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე ძველი გარე განათების სანათები ახლით შეიცვალა. აღნიშნულ ქუჩებზე ახალი ტიპის ე.წ. ლედ სანათები დამონტაჟდა, რითაც ელექტროენერგიის გადასახადიც დაიზოგება.

ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ ,"რუსთავსერვის ცენტრი’" ახორციელებს. ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.